„გაგრა“ „ლოკომოტივს“ სამი ახალწვეულით ესტუმრება #1TVSPORT
„გაგრა“ „ლოკომოტივს“ სამი ახალწვეულით ესტუმრება #1TVSPORT

დღეს „გაგრა“ ეროვნული ლიგის სეზონს „ლოკომოტივთან“ მატჩით განაახლებს – გაგა კირკიტაძის გუნდი მეტოქეს საგურამოს „ლოკო – არენაზე“ განახლებული შემადგენლობით ეწვევა.

ჩემპიონატის განახლების წინ „გაგრამ“ 3 ახალწვეული წარადგინა – გუნდს შეუერთდა უკრაინელი მეკარე ოლექსანდრ ვორობეი – 27 წლის უკრაინელი მეკარე, რომლის კარიერაშიც ლუცკის „ვოლინის“ გარდა, ძირითადად პირველი ლიგის კლუბებში თამაშები ფიქსირდება – „ტერნოპოლი“, „რუხი“, „აგრო“, „აგრობიზნესი“.

ასევე ლეგიონერია ტამიმუ ოურუბენინელი ახალწვეული 18 წლისაა და ცენტრალური მცველის პოზიციაზე თამაშობს. მისი დამატება გუნდიდამ საბა კვირკველიას წასვლამ განაპირობა. ამავე დროს, ოურუს მარცხენა ფლანგზეც შეუძლია თამაში. მას საერთაშორისო გამოცდილებაც გააჩნია და ბენინის 17-წლამდელთა ნაკრებში უთამაშია.

„გაგრამ“ ერთი ქართველი ფეხბურთელიც დაიმატა – ეს არის 20 წლის უნივერსალი გიორგი ლომთაძე, რომელიც „ნორჩი დინამოსა“ და „დინამოს“ აკადემიების აღზრდილია. 2021-22 წლებში „სამტრედიასა“ და გორის „დილაში“ გამოდიოდა. არის შემტევი ნახევარმცველი და თავდამსხმელი – ამავე დროს, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების კანდიდატია.