„გაგრა“ კიდევ სამმა ფეხბურთელმა დატოვა - მათ შორის გუნდის კაპიტანია #1TVSPORT
საფეხბურთო კლუბ „გაგრაში“ დაწყებული საკადრო ცვლილებები გრძელდება. კლუბის ცნობით, გუნდი კიდევ სამმა ფეხბურთელმა დატოვა.
დადებული კონტრაქტი ამოეწურათ და „გაგრა“ დატოვეს – ბექა შუბითიძემ, თემურ შონიამ და ვასილ ხოსიტაშვილმა, რომლებმაც გუნდის ეროვნულ ლიგაში დატოვებაში დიდი როლი ითამაშეს.
ვასილ ხოსიტაშვილი „გაგრას“ ყოფილი კაპიტანია. 27 წლის მცველი გუნდში 2017 წლიდან ირიცხებოდა და „გაგრას“ მაისურით შვიდი გოლი აქვს გატანილი. მისი კაპიტნობის პერიოდში გუნდი 2020 წელს მეორედ გახდა საქართველოს თასის მფლობელი.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ „გაგრა“ დატოვეს ვიცეკაპიტანმა ლუკა ნოზაძემ, აგრეთვე ზაქარია ბეგლარიშვილმა, გიორგი პაპავამ და ზურაბ მუსელიანმა, რომელიც ეროვნული ლიგის თანაბომბარდირი გახდა ჯოვინო ფლამარიონთან (ბათუმის „დინამო“) და ზორან მარუშიჩთან („დინამო თბილისი“) ერთად. ის კარიერას სამხრეთ კორეაში გააგრძელებს.