„გაგრა“ ისევ ბოლო წუთზე დამარცხდა - „სიონმა“ კონკურენტთან უპირატესობა გაზარდა [ვიდეო] #1TVSPORT
ეროვნულ ლიგა 2-ში 33-ე ტურის შეხვედრები გაიმართა და თუ რამე სასწაული არ მოხდა, გამარჯვებული და ეროვნულ ლიგაში გადასულის ვინაობა, ფაქტობრივად ცნობილია.
ტური 33
რუსთავი – მერანი თბ 2:1
შევარდენი 1906 – ჩიხურა 6:1
გარეჯი – ვიტ ჯორჯია 1:1
დინამო ზგ – გაგრა 2:1
განმუხურის ცენტრალურ სტადიონზე „გაგრამ“ ისევ ბოლო წუთებზე წააგო. მე-19 წუთზე ზუგდიდელები ლუკა სოსიაშვილმა დააწინაურა. 26-ე წუთზე „გაგრას“ კაპიტანმა ლაშა თოთაძემ წონასწორობა აღადგინა, მაგრამ ზუგდიდელებს გამარჯვება 90+5-ე წუთზე სამხრეთ აფრიკელმა თავდამსხმელმა, მელქისედეკ ცვალემ გაუტანა და ზუგდიდის „დინამომ“ 2:1 მოიგო, რამაც „გაგრას“, ფაქტობრივად, პირველ ადგილზე გასვლის შანსი მოუსპო.
სიონი – მერანი მრ 3:1
კონკურენტის მარცხით ისარგებლა „სიონმა“, რომელმაც ბოლნისის „თამაზ სტეფანია – არენაზე“ მესამეადგილოსანი მარტვილის „მერანი“ დამაჯერებალდ დაამარცხა. სტუმართა კარი ორჯერ აიღო თომა ტაბატაძემ (15, 40), მესამე დათა სიჭინავამ (48), გაუტანა, ხოლო საბოლოო ანგარიში მარტვილელთა ლეგიონერმა, შეიკენ სილამ (61) დააფიქსირა და „სიონმა“ 3:1 მოიგო.
33 ტურის შემდეგ გათამაშებას ბოლნისის „სიონი“ 75 ქულით ლიდერობს, რომელმაც ჩემპიონატის დასრულებამდე სამი ტურით ადრე კონკურენტ „გაგრასთან“ (69) უპირატესობა გაზარდა და ეროვნულ ლიგაში დაბრუნებას ერთი ნაბიჯი აშორებს.
ეროვნული ლიგა 2
1. სიონი 33 75
2. გაგრა 33 69
3. მერანი მრ 33 58
4. გარეჯი 33 47
5. მერანი თბ 33 44
6. შევარდენი 33 43
7. დინამო ზგ 33 40
8. რუსთავი 33 36
9. ჯორჯია 33 36
10. ჩიხურა 33 10