ეროვნული ლიგის 27 ტური „დავით პეტრიაშვილი – არენაზე“ გაიმართა, სადაც „გაგრამ“ „დინამო თბილისს“ უმასპინძლა და ქულა მოიპოვა – 0:0.
„დინამო“ პირველ ტაიმში მცირე ტერიტორიულ უპირატესობას ფლობდა. გუნდები შესვენებამდე გააქტიურდნენ, თამაში გაიხსნა და კარის აღება ორივე გუნდმა სცადა. რეალური შანსები ჰქონდათ „დინამოელ“ დავით გოცირიძეს და ბენსონ ანანგის, მაგრამ ტაიმი უგოლოდ დასრულდა.
მეორე ნახევარში „გაგრას“ კარის აღებას ოსკარ სანტისი და დომინიტ რაიტერი ცდილობდნენ, მასპინძლებიდან კი სახიფათოდ ზაზა ციცქიშვილმა დაარტყა, მაგრამ შედეგს ვერც ერთმა გუნდმა ვერ მიაღწია და საბოლოოდ, კლუბებმა ქულები გაინაწილეს.
ეროვნული ლიგის მესამე წრე „გაგრამ“ 26 ქულით მე-8 ადგილზე დაასრულა, ხოლო „დინამო თბილისმა“ (32) – მისთვის უჩვეულო მე-5 პოზიციაზე.