გაეტანო მიკიჩე „სერია ა“-ში (Serie A) გუნდების რაოდენობის შემცირებაზე საუბრობს
გაეტანო მიკიჩე „სერია ა“-ში (Serie A) გუნდების რაოდენობის შემცირებაზე საუბრობს

იტალიის „სერია ა“-ს (Serie A) პრეზიდენტი, გაეტანო მიკიჩე გუნდების რაოდენობის შემცირებას არ გამორიცხავს.

მისი თქმით, ეს გათამაშებას უფრო კონკურენტუნარიანს გახდის, რადგან ჩემპიონატი, სადაც ყოველთვის ერთი გუნდი იმარჯვებს უინტერესოა.

„ვის აინტერესებს ტურნირი, რომელსაც ყოველთვის ერთი გუნდი იგებს? მჯერა, რომ მილანური გუნდები ლიდერები უნდა იყვნენ. კონკურენციის გაზრდის გამო გუნდების რაოდენობის 18-მდე შემცირება კარგი ვარიანტია. ეს გაზრდის ინტერესს ქომაგებში და სპეციალისტებში.

საბჭომ უკვე დაამტკიცა ეს ინიციატივა და სხდომაზე ვისმჯელებთ მის დადებით და უარყოფით მხარეებზე. გადაწყვეტილებასაც ამის შემდეგ მივიღებთ“, – თქვა მიკიჩემ.

შეგახსენებთ, რომ სერია A-ში გუნდების რაოდენობა 18-დან 20-მდე 2004 წლიდან გაიზარდა. თუმცა, შესაძლოა 15 წლის შემდეგ ისევ ძველი ფორმატი დაუბრუნდეს.