გაერო-ში აშშ-ის საგანგებო წარმომადგენელი - გვაქვს სანდო ცნობები, რომ რუსი სამხედროები ხოცავდნენ უკრაინელებს, რომლებიც ტყვედ ჩაბარებას ცდილობდნენ
საერთაშორისო სამართლის საკითხებში გაერო-ში აშშ-ის საგანგებო წარმომადგენლის, ბეთ ვან შააკის განცხადებით, რუსი სამხედროები ხოცავდნენ უკრაინელებს, რომლებიც ტყვედ ჩაბარებას ცდილობდნენ. როგორც აშშ-ის საგანგებო წარმომადგენელი აცხადებს, მათ ამის შესახებ სანდო ცნობები აქვთ. ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.
„იმ შემთხვევაში, თუ ეს ფაქტი დადასტურდება, ეს იქნება ომის წარმოების პრინციპების დარღვევა“, – განაცხადა შააკიმ.
მისი თქმით, ვაშინგტონს ასევე აქვს სანდო შეტყობინებები იმ ხალხის შესახებ, რომლებიც ზურგს უკან შეკრული ხელებით დახვრიტეს, ასევე ცხედრების შესახებ, რომელთაც სხეულზე წამების კვალი ამჩნევიათ, ასევე ქალებსა და გოგონებზე სექსუალური ხასიათის ძალადობის შესახებ.