გაერო-ს გენერალურმა მდივანმა მოსკოვში ვიზიტამდე თურქეთის პრეზიდენტთან გამართა მოლაპარაკებები
გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიუ გუტერეშმა მოსკოვში ვიზიტამდე ანკარაში თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან გამართა მოლაპარაკებები. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.
შეხვედრაზე ანტონიუ გუტერეშმა და რეჯეფ თაიფ ერდოღანმა დაადასტურეს, რომ მათი საერთო მიზანია უკრაინაში ომის რაც შეიძლება მალე დასრულება.
გაერო-ს გენერალურმა მდივანმა და თურქეთის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვეს მოსახლეობის ევაკუაციისთვის ჰუმანიტარული დერეფნების გახსნის სასწრაფო საჭიროებას.
ამასთან, გუტერეშმა მხარდაჭერა გამოუცხადა უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით თურქეთის დიპლომატიურ ძალისხმევას.
ანტონიუ გუტერში მოსკოვში 26 აპრილს მიემგზავრება, სადაც მას ვლადიმირ პუტინთან მოლაპარაკებები აქვს დაგეგმილი. ამის შემდეგ, 28 აპრილს კიევში იგეგმება შეხვედრა გაერო-ს გენერალურ მდივანსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის.