გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოში რუსეთს წევრობა შეუჩერდა, გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა საქართველომაც
93 მომხრე ხმით 24-ის წინააღმდეგ გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოში რუსეთის წევრობის შეჩერების შესახებ რეზოლუცია მიიღეს.
რეზოლუციის მხარდამჭერთა შორის იყო საქართველო.
იმ ქვეყნებს შორის, რომლებმაც მხარი არ დაუჭირეს გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოში რუსეთის წევრობის შეჩერებას, არიან: ბელარუსი, ჩრდილოეთ კორეა, ჩინეთი, ირანი, ყირგიზეთი, ბოლივია.
კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა 58 წევრმა.