გაძევება და გაფუჭებული პენალტი - „სიონმა“ კაცნაკლული „გაგრა“ დაამარცხა #1TVSPORT
გაძევება და გაფუჭებული პენალტი - „სიონმა“ კაცნაკლული „გაგრა“ დაამარცხა #1TVSPORT

ეროვნული ლიგის მე-6 ტურის ბოლო შეხვედრა ბოლნისში გაიმართა -„თამაზ სტეფანია – არენაზე“ „სიონმა“ „გაგრას“ უმასპინძლა და დაძაბულ და საინტერესო დაპირისპირებაში კაცნაკლული მეტოქე დაამარცხა.

თამაში მაღალ ტემპში და საინტერესოდ წარიმართა. მე-13 წუთზე ანგარიში ბოლნისელებმა გახსნეს. დამატებაზე ნიკა ხორხელმა ახლოდან ზუსტად დაარტყა. „გაგრას“ სწრაფად შეეძლო წონასწორობის აღდგენა. მაგრამ მე-18 წუთზე მასპინძელთა კარში დანიშნული პენალტი ვასილ ხოსიტაშვილმა ვერ გამოიყენა – მან ბურთი კარს ააცილა.

„გაგრა“ ანგარიშის გათანაბრებას ცდილობდა და 37-ე წუთზე მიზანს მიაღწია. მარცხენა ფლანგზე მათე კვირკვიამ მეტოქის კარამდე ჩაირბინა და საჯარიმოში მათე ვაწაძე მოძებნა, რომელმაც ახლოდან ზუსტად დაარტყა. მაგრამ სტუმრები ორ წუთში კაცნაკლული დარჩნენ. „გაგრას“ კაპიტანს ვასილ ხოსიტაშვილს „სიონის“ ნახევარმცველ რაფაელ ჩუკვურასთან უხეშობისთვის მთავარმა არბიტრმა მეორე ყვითელი ბარათი აჩვენა და მოედნიდან გააძევა.

სიონმა“ მეორე ტაიმში რიცხობრივი უპირატესობით ისარგებლა და გამარჯვების გოლის გატანა მოახერხა. 86-ე წუთზე სტუმართა კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც გიორგი კორიფაძემ ზუსტად შეასრულა და ბოლნისელებმა სეზონში პირველი გამარჯვება იზეიმეს – 2:1.

მე-6 ტურის შემდეგ „სიონმა“ 4 ქულა დააგროვა და მე-8 ადგილზე დაწინაურდა, ხოლო „გაგრა“ 7 ქულით მე-5 ადგილზე დარჩა.