„გაძეტა დელო სპორტი“ - კვარაცხელიამ და რასპადორიმ ოსიმენზე დამოკიდებულება მოსპეს #1TVSPORT
სულ რაღაც ერთი წლის წინ „ნაპოლი“ ვიქტორ ოსიმენზე იყო დამოკიდებული, ახლა გუნდს ძლიერი იდენტობა აქვს და საბოლოოდ მოიშორა ეს დამოკიდებულება, რაც ხვიჩა კვარაცხელიასა და ჯაკომო რასპადორის დამსახურებაა, – ამის შესახებ „გაძეტა დელო სპორტი“ წერს.
ტრავმის შემდეგ ვიქტორ ოსიმენის დაბრუნება „ნაპოლის“ მწვრთნელს, ლუჩიანო სპალეტის შეტევაში არჩევანის გაკეთების საშუალებას აძლევს. მან პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ თავდამსხმელების სიმრავლე პრობლემა კი არა, რესურსია. ცენტრფორვარდი კი შეირჩევა იმის მიხედვით, „ნაპოლის“ რომელი გუნდი დაუპირისპირდება.
„გუნდს აქვს გამოკვეთილი სახე და შესანიშნავად თამაში შეუფერხებლად მიმდინარეობს. „ნაპოლიმ“ შეძლო ოსიმენზე, აფრიკულ გიგანტზე დამოკიდებულების შემცირება. ერთი წლის წინ, როდესაც სახის ტრავმა მიიღო და მერე აფრიკის თასზე ითამაშა, ოსიმენის შეცვლა შეუძლებელი იყო. კვარაცხელიასა და რასპადორის გამოჩენამ ყველაფერი შეცვალა.
„ნაპოლი“ დღეს გოლის საშინელ მანქანას ჰგავს და ყველაზე მეტი გაიტანა (22). გუნდში ბევრი გამტანია – კვარაცხელიას, რასპრადორის და ოსიმენის გარდა, სიმეონე, ლოზანო, პოლიტანო და ასევე ელმასი და ზერბინი.აქამდე კვარაცხელია არ იყო. გოლის გატანის გარდა, ის მეტოქეებს ადვილად ერევა და დაცვის ხაზებს არღვევს. მას 100-დან 85 წარმატებული დრიბლინგი აქვს, რაც დიდი პროცენტული მაჩვენებელია.
თანამედროვე ფეხბურთის ეპოქაში, როდესაც თითოეულ დეტალს შეისწავლიან, „ნაპოლი“ ფლანგის შემტევი მცველების განიარაღებას მაინც ახერხებს. ეს ძველი მეთოდი დაამატა ფეხბურთის ხედვას სპალეტიმ, რომელიც ყოველთვის მომავალს უყურებს, მუდამ ტაქტიკურ სიახლეებს იკვლევს და ძველ სქემებს არასოდეს იტოვებს“, – წერს იტალიური გამოცემა.