„გაძეტა დელო სპორტი“ - იტალიის თასის ფინალის წინ, კრიშტიანო რონალდოსა და მაურიციო სარის შორის კონფლიქტი მოხდა
„გაძეტა დელო სპორტი“ - იტალიის თასის ფინალის წინ, კრიშტიანო რონალდოსა და მაურიციო სარის შორის კონფლიქტი მოხდა

ტურინის „იუვენტუსის“ ფორვარდს კრიშტიანო რონალდოს იტალიის თასის ფინალის წინ კონფლიქტი ჰქონდა მთავარ მწვრთნელთან მაურიციო სარისთან.

„გაძეტა დელო სპორტის“ ინფორმაციით, იტალიელმა სპეციალისტმა ისევ თხოვა პორტუგალიელს – ცენტრალური ფორვარდის პოზიციაზე ეთამაშა, მაგრამ კრიშტიანომ უხეში ფორმით უარი უთხრა დამრიგებელს. რონალდომ გამოაცხადა, რომ მთელი კარიერა მარცხნიდან თამაშობდა.

აღნიშნავენ, ამ სიტუაციას ადგილი ჰქონდა ბოლო ვარჯიშზე, ყველას თანდასწრებით. და ინციდენტს, შესაძლოა, ცუდად ემოქმედა ფეხბურთელებში სარის ავტორიტეტზე.

იტალიის თასის ფინალი „იუვენტუსმა“ „ნაპოლისთან“ პენალტების სერიაში (0:0, 2:4) წააგო. რონალდოს კარიერაში პირველად დათმო ზედიზედ ორი ფინალი.

დატოვე კომენტარი