ლონდონის „ჩელსის“ ფორვარდი ოლივიე ჟირუ უახლოესი სატრანსფერო ფანჯრისას „ინტერში“ გადავა. როგორც „გაძეტა დელო სპორტი“ წერს, 33 წლის ფრანგი თავდამსხმელი მოლაპარაკებებს აწარმოებს მილანურ კლუბთან და უკვე შეათანხმა მასთან ორწლიანი ხელშეკრულება ერთი წლით გახანგრძლივების პერსპექტივით.
ჟირუს „ჩელსის“ დატოვება უფრო ადრეც სურდა, რადგან ლონდონურ კლუბში მინიმალური სათამაშო პრაქტიკა აქვს, მაგრამ „ჩელსი“ არ უშვებდა ფეხბურთელს, ვინაიდან მისი შემცვლელის აყვანა არ შეეძლო სატრანსფერო დისკვალიფიკაციის გამო.
„ინტერი“ ფრანგ ფეხბურთელს უფასოდ გადაიბირებს, რადგან ზაფხულში ჟირუს კონტრაქტს „ჩელსისთან“ ვადა გასდის.