გადრანის შემდეგ ”დესნა” კონტრაქტს კვერნაძესაც სთავაზობს
გადრანის შემდეგ ”დესნა” კონტრაქტს კვერნაძესაც სთავაზობს

გიორგი გადრანი ჩერნიგოვის “დესნაში” ჩაირიცხა. 23 წლის ფეხბურთელის ტრანსფერი უკრაინის პირველი ლიგის კლუბის ოფიციალურმა საიტმა დაადასტურა.

გარდანი “გაგრას” გაზრდილია, მაგრამ ასევე უთამაშია ოდესის”ჩერნომორეცსა” და თბილისის “დინამოში”, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ფორმა კი 4-ჯერ აქვს მორგებული.

მასთან ერთად გუნდში ოთარ კვერნაძეც ისინჯებოდა, ქუთაისის “ტორპედოს” ყოფილი თავდამსხმელი, რომელმაც 2017 წელი საჩხერეს ”ჩიხურაში” დაასრულა. 24 წლის თავდამსმხელმა ”დესნაში” თურქულ შეკრებაზე ამხანაგური შეხვედრები ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა. ჩერნიგოვის კლუბი კონტრაქტის გაფორმებას კვერნაძესაც სთავაზობს და საკითხი მალე უნდა გადაწყდეს.