ბათუმის „დინამოს“ კიდევ ერთი ახალწვეული ყავს: გია გეგუჩაძის გუნდის რიგებს 24 წლის ქართველი მცველი – გიორგი გადრანი შეემატა.
24 წლის ცენტრალური მცველი უკრაინულ „დესნაში“, თბილისის „დინამოში“, ოდესის „ჩერნომორეცსა“ და „გაგრაში“ თამაშობდა, გასული სეზონის მეორე ნახევარი კი გორის „დილაში“ გაატარა.
გადრანის დამატება ბათუმის „დინამოს“ მეხუთე ტრანსფერი გახლავთ; მანამდე გეგუჩაძემ გუნდში მიიწვია ნახევარმცველი გიული მანჯგალაძე (ლატვიური „ვენტსპილშის“ ღირსებას იცავდა), მარჯვენა მცველი კიჭი მელიავა (მარტვილის „მერანი“) და „გაგრას“ ფეხბურთელები – რატი ცაცკრიალაშვილი და თორნიკე გაფრინდაშვილი.