გადამწყვეტი ტური საფრანგეთის ლიგა 2-ში - მიქაუტაძის „მეცი“ და დავითაშვილის „ბორდო“ ელიტაში დაწინაურებისთვის იბრძვიან #1TVSPORT
გადამწყვეტი ტური საფრანგეთის ლიგა 2-ში - მიქაუტაძის „მეცი“ და დავითაშვილის „ბორდო“ ელიტაში დაწინაურებისთვის იბრძვიან #1TVSPORT

დღეს საფრანგეთის ლიგა 2-ში ბოლო ტურის მატჩები გაიმართება. ყურადღებას იქცევს ქართველი ფეხბურთელების გუნდების შეხვედრები, რომლებიც ლიგა 1-ის საგზურისთვის იბრძვიან.

გიორგი მიქუტაძის „მეცი“ შინ „ბასტიას“ უმასპინძლებს, ხოლო ზურიკო დავითაშვილის „ბორდო“ – „როდეზს“. ორივე მატჩი 22:45 საათზე დაიწყება და ამ ორი მატჩის რეპორტაჟებს ფეხბურთის ფედერაციის პლატფორმაზე (GFFTV) შემოგთავაზებენ. თამაშების ყურება, ასევე, შესაძლებელია ეროვნული ნაკრების ვებგვერდზე – nakrebi.ge. პირდაპირი რეპორტაჟი ხელმისაწვდომია საქართველოს ტერიტორიაზე.

„მეცის“ მეტოქე „ბასტია“ მეოთხე ადგილზეა და უმაღლეს ლიგაში გადასვლის შანსი დაკარგა, თუმცა წინა ტურში, საშინაო მატჩში ლიდერ „ლე ავრს“ ქულა წაართვა (1:1). „ბორდოს“ მეტოქე კი აუტსაიდერთა შორისაა და ლიგა 2-ში ადგილის შესანარჩუნებლად მოგება სჭირდება.

2 ივნისი
„მეცი“ – „ბასტია“ 22:45
„ბორდო“ – „როდეზი“ 22:45

საფრანგეთის ლიგა 2-ში გამართული 37 ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილის ლიდერთა სამეულში დაძაბული ვითარებაა. 72 ქულით „ლე ავრი“ ლიდერობს, მიქაუტაძის „მეცი“ მეორე ადგილზეა 69 ქულით. ამდენივე ქულა აქვს მესამე ადგილზე მყოფ ზურიკო დავითაშვილის „ბორდოს“ (69), მაგრამ დამატებითი მაჩვენებლებით მიქაუტაძის გუნდს ჩამორჩება.