გადამწყვეტი გოლი 117-ე წუთზე - ზივზივაძემ გუნდი თასის 1/8 ფინალში გაიყვანა
ბუდუ ზივზივაძემ უნგრეთის თასზე „მეზოკოვეშდის“ შემადგენლობაში 120 წუთი შეუცვლელად ითამაშა და საუკეთესო იყო. 25 წლის ქართველმა თავდამსხმელმა გოლიც გაიტანა, საგოლე გადაცემაც შეასრულა და გუნდის 1/8-ფინალში გაყვანაში დიდი როლი ითამაშა.
ბუდუს გუნდი უნგრეთის თასის 1/16 ფინალში გასვლაზე „გიორ ეტოს“ დაუპირისპირდა. მე-10 წუთზე სტუმრებმა ანგარიში ზივზივაძის საგოლე გადაცემით გახსნეს. ძირითადი დრო 1:1 დასრულდა, დამატებულ დროში კი მასპინძლები 2:1 დაწინაურდნენ. „მეზოკოვეშდმა“ 112-ე წუთზე გაათანაბრა, ხოლო 117-ე წუთზე ბუდუ ზივზივაძემ გამარჯვების გოლი გაიტანა (2:3) და გუნდი თასის ფინალს ერთი ეტაპით დააახლოვა.
ამჟამინდელ კლუბში ბუდუ ზივზივაძე 2019 წლის ზაფხულში გადავიდა. მიმდინარე სეზონში ქართველმა ფეხბურთელმა უნგრეთის ჩემპიონატსა და თასზე 14 მატჩი ჩაატარა და 7 გოლი გაიტანა. ის უნგრეთის საშუალო დონის ჩემპიონატსა და „მეზოკოვეშდს“ კარგად მოერგო და კარიერაში საუკეთესო სეზონს ატარებს.