გაბრიელიუს ლანდსბერგისი - არანაირი მოლაპარაკება პუტინთან, ომი უნდა დასრულდეს მისი დანებებით
არანაირი მოლაპარაკება პუტინთან, ომი უნდა დასრულდეს მისი დანებებით, – ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა განაცხადა.
„პუტინის მიერ ჩაფიქრებული გენოციდის გეგმა, სურვილი, რომ უკრაინა რუკიდან წაშლილიყო, ჩავარდა. ის არ არის მოლაპარაკების პოზიციაში. ომი უნდა დასრულდეს მისი უპირობო დანებებით“, – წერს ლანდსბერგისი „ტვიტერზე“.
მისი თქმით, უნდა დასრულდეს მოლაპარაკებები ტერორისტებთან, მათ კი, ვისაც უკრაინის შესაძლებლობაში ეჭვი ეპარებოდათ, ბოდიში უნდა მოიხადონ.
„უკრაინა გვიცავდა ჩვენ ყველას, მაშინაც კი, როდესაც ზოგიერთს არ სჯეროდა, რომ წარმატების მიღწევა შესაძლებელი იყო. დადგა დრო, ჩვენი ღრმა მადლიერება გამოვხატოთ. ნება მიბოძეთ, ვიყო გულახდილი. უკვე ეჭვს არ იწვევს, რომ უკრაინას ჯერ კიდევ თვეების წინ შეეძლო რუსების განდევნა, პირველივე დღეებში რომ მიეღო აუცილებელი აღჭურვილობა“, – წერს ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი.