გაბრიელ სიგუა დისკვალიფიკაციის გამო შვეიცარიის სუპერლიგის ორ მატჩს გამოტოვებს #1TVSPORT
გაბრიელ სიგუა შვეიცარიის სუპერლიგის ორ შეხვედრას გამოტოვებს – „ბაზელის“ ქართველი ლეგიონერის დისკვალიფიკაციis შესახებ ინფორმაციას გამოცემა sport.ch-ი ავრცელებს.
„შვეიცარიის საფეხბურთო ლიგის სადისციპლინო კომიტეტმა გაბრიელ სიგუას თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება „ბაზელისა“ და „სენტ გალენის“ მატჩამდე გამოაცხადა. დისკვალიფიკაციის გამო ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელი 26 ნოემბერს „სენტ გალენთან“ საშინაო თამაშს და 2 დეკემბერს „ლოზანასთან“ გასვლაზე დაგეგმილ დაპირისპირებას გამოტოვებს“.
შეგახსენებთ, რომ შვეიცარიის სუპერლიგის მე-14 ტურში, სიგუა „სერვეტის“ ფეხბურთელთან უხეშობისთვის მე-18 წუთზე პირდაპირ წითელი ბარათით გააძევეს.
რაც შეეხება ფეხბურთელის ჯანმრთელობის მდგომარეობას, 18 წლის ქართველი ნახევარმცველი „ბაზელის“ ვარჯიშზე დაშავდა და საქართველოს ნაკრებს ნოემბრის შეკრებაზე ვერ დაეხმარა.