გაბრიელ ჟესუსმა „სიტისთან“ კონტრაქტი გააგრძელა
გაბრიელ ჟესუსმა „სიტისთან“ კონტრაქტი გააგრძელა

ბრაზილიის ნაკრების ფორვარდმა გაბრიელ ჟესუსმა ახალი კონტრაქტი გააფორმა „მანჩესტერ სიტისთან“. ახლა ის ინგლისის ჩემპიონის რიგებში 2023 წლის ზაფხულამდე ითამაშებს.

გარიგების ფინანსური დეტალები უცნობია. წინა კონტრაქტის თანახმად, ჟესუსი სეზონში 3.9 მილიონ ევროს იღებდა.

„მანჩესტერ სიტიში“ გადასვლა საუკეთესო გადაწყვეტილება იყო ჩემს ცხოვრებაში, რადგან აქ ვიზრდები როგორც პროფესიონალი და როგორც პიროვნება“, – განაცხადა ჟესუსმა.

გასულ სეზონში ბრაზილიელმა პრემიერლიგაში 29 მატჩი ჩაატარა და 13 გოლი გაიტანა.