„მანჩესტერ სიტის“ ფორვარდი გაბრიელ ჟესუსი „არსენალში“ გააგრძელებს კარიერას. ცნობილი გახდა თანხა, რომელსაც ლონდონური კლუბი ბრაზილიელ ფეხბურთელში გადაიხდის – 45 მილიონი ფუნტი. კიდევ 10 მილიონ ფუნტს ინგლისის ჩემპიონი ბონუსების სახით მიიღებს. ამის შესახებ ESPN იტყობინება.
ირკვევა, რომ „არსენალმა“ უკვე შეათანხმა ჟესუსთან ხუთწლიანი კონტრაქტი.
გასულ სეზონში ბრაზილიელმა პრემიერლიგაში 28 მატჩი ჩაატარა და რვა გოლი გაიტანა.