გაბრიელ ბატისტუტა - მარადონა ისტორიაში საუკეთესოა
გაბრიელ ბატისტუტა - მარადონა ისტორიაში საუკეთესოა

„ფიორენტინას“ ლეგენდამ, არგენტინის ნაკრების ყოფილმა ფორვარდმა გაბრიელ ბატისტუტამ ერთმანეთს ორი უდიადესი არგენტინელი ფეხბურთელი, დიეგო მარადონა და ლიონელ მესი შეადარა .

„მარადონა უკეთესია ბევრ ასპექტში. შესაძლოა, მესი ძლიერი იყოს ტექნიკურად, მაგრამ ამას არ აქვს დიდი მნიშვნელობა. ჩემთვის მესი – მსოფლიოს საუკეთესო ფორვარდია დღეს, მაგრამ მარადონა საუკეთესოა ისტორიაში. ეს არის ჩემი აზრი და მას არავის ვახვევ თავს.

შესაძლოა, მესის პარტნიორებმა განაცხადონ, რომ ის არის უდიადესი. მაგრამ მე მითამაშია მარადონასთან და არა მესისთან“, – მოჰყავს ბატისტუტას სიტყვები გაზეთ „მარკას“.

მარადონა 1986 წელს მოიგო მსოფლიოს ჩემპიონატი, მესიმ კი 2014 წელს ფინალამდე მიაღწია და იქ გერმანიასთან წააგო.