ეროვნული ჩემპიონატის ისტორიაში გიორგი გაბედავა რიგით მეორე ფეხბურთელია, რომელმაც თბილისის „დინამოსთან“ შეხვედრაში თავი ჰეთრიკით გამოიჩინა – ინფორმაცია საფეხბურთო კოლექციონერმა და სტატისტიკოსმა დავით ჭინჭარაულმა გაავრცელა.
მისი ცნობით, პირველი ფეხბურთელი, ვინც ქვეყნის ყველაზე ტიტულოვანი ქართული გუნდის კარში სამი გოლის გატანა მოახერხა, ოთარ კორღალიძე იყო. ვეტერანმა ფეხბურთელმა ეს შორეულ 1993 წლის 17 ივნისს მოახერხა. მაშინ კორღალიძე გურჯაანის „ალაზანში“ თამაშობდა, რომელმაც თბილისის „დინამოს“ 5:3 მოუგო.
შეგახსენებთ, რომ ეროვნული საფეხბურთო ლიგის 32-ე ტურში საჩხერეს „ჩიხურამ“ „დინამო“ 4:1 გაანადგურა, გიორგი გაბედავამ კი ჰეთ-თრიქი შეასრულა – მან თბილისელთა კარი 46-ე, 51-ე და 93-ე წუთებზე აიღო.