გააგონე ჰიმნი ქართველ მორაგბეებს - საქართველოს ჰიმნი რესპუბლიკის მოედანზე აჟღერდება
10 ნოემბერს, 16:30 საათზე თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე რაგბის გულშემატკივრები იკრიბებიან. პირველად ქართული რაგბის ისტორიაში, გასვლით თამაშზე მატჩისწინა ჰიმნი საქართველოდან შესრულდება.
ეროვნული ჰიმნი ფლორენციაში პირდაპირ რესპუბლიკის მოედნიდან აჟღერდება, „არტემიო ფრანკის“ სახელობის სტადიონზე, რაც პრინციპული მატჩის წინ ეროვნულ ნაკრებს წარმატებისათვის აუცილებელ მუხტს მისცემს. რესპუბლიკის მოედანზე ეროვნულ ჰიმნს ანსამბლებთან „შვიდკაცა“ და „ჰერიო“ გულშემატკივრები შეასრულებენ.
10 ნოემბერს შედგება ქართული რაგბის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი იტალიასა და საქართველოს შორის. რაგბის გულშემატკივრებს საშუალება ექნებათ, რესპუბლიკის მოედანზე დამონტაჟებულ დიდ ეკრანზე ერთად უყურონ მატჩს.
წყარო – საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო