საქართველოს ეროვნული ნაკრები 2020 წლის ფუტზალის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის ემზადება.
მზადების ერთ-ერთი ეტაპი საერთაშორისო ტურნირში მონაწილეობაა, სადაც საქართველოს ეროვნული ნაკრები მიემგზავრება.
28-30 ოქტომბერს, ლატვია ანატოლი პონომარიოვის სახელობის ტურნირს უმასპინძლებს – მთავარი პრიზისთვის მასპინძელი ლატვიისა და საქართველოს ნაკრებების გარდა, მოლდოვაც იბრძოლებს.
დღეს 18:00 საათზე, საქართველოს ეროვნული ნაკრები უნივერსიტეტის ქუჩაზე მდებარე ახალ სპორტის სასახლეში ღია ვარჯიშს გამართავს.