თბილისში, სპორტკომპლექს „არენა 2-ში“ ფუტსალის ქალთა ლიგის გათამაშება დაიწყო, რომელიც წელს მეორედ იმართება.
ჩემპიონატში რვა გუნდი მონაწილეობს: „კვარტალი“, „ნორჩი დინამო“, „ელიტა“, „ახალგორი“, „ფენიქსი“, „თეთრიწყარო“, „ზარზმა“ და გაგრის „დინამო“
ტურნირი ერთ წრედ ჩატარდება და 7 ტურის შემდეგ საუკეთესო ოთხეული ნახევარფინალში გადაინაცვლებს. ნახევარფინალური ეტაპის მატჩები 5 თებერვალს, ხოლო ფინალური შეხვედრა 9 თებერვალს გაიმართება.
ტურნირი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ფინანსური მხარდაჭერით და ქალთა ფეხბურთის ფედერაციისა და საქართველოს ფუტსალის ასოციაციის ორგანიზებით ტარდება.
შეგახსენებთ, რომ ქალთა ფუტსალის ჩემპიონატის საპილოტე გათამაშება პირველად 2023 წლის თებერვალში ჩატარდა და „ბათუმის“ გამარჯვებით დასრულდა.