ფუტსალის უეფას ჩემპიონთა ლიგა - საქართველოს ჩემპიონმა მოიგო, მაგრამ გამოვარდა
ფუტსალში საქართველოს ჩემპიონმა, „ტატიშვილის კლინიკამ“, უეფას ფუტსალის ჩემპიონთა ლიგის მეინ რაუნდზე ასპარეზობა დამაჯერებელი გამარჯვებით დაასრულა, მაგრამ გათამაშებას გამოეთიშა.
ხორვატიის ქალაქ მაკარასკაში, უეფას ფუტსალის ჩემპიონთა ლიგის მეინ რაუნდის მეექვსე ჯგუფის ბოლო ტურში, „მედიკოსებმა“ ფინურ „კამპუკსენ დინამო“ 5:1 გაანადგურეს. გოლები თემურ ექიზაშვილის (2), ვახტანგ კეკელიას, გიორგი ქურდაძის და ვახტანგ ჯვარაშვილის ანგარიშზეა.
პირველი ტურში საქართველოს ჩემპიონი ყაზახეთის ვიცე-ჩემპიონ „აქტობესთან“ 2:6 დამარცხდა. მეორე მატჩში კი მასპინძლებთან, ჯგუფის ფავორიტ „ნოვო ვრიემესთან“ 2:4 დამარცხდნენ და საბოლოოდ, საქართველოს ჩემპიონმა ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა.
ჯგუფიდან ელიტ რაუნდის ერთადერთი საგზური „ნოვო ვრიემ“ მოპიპოვა, რომელმაც ბოლო ტურში ყაზახური „აქტობე“ 4:3 დაამარცხა.