ფუტსალის თასის წყვილები ცნობილია #1TVSPORT
ფუტსალის თასის წყვილები ცნობილია #1TVSPORT

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში ფუტსალის თასის 1/4 და 1/2 ფინალური ეტაპების წილისყრა გაიმართა.

ფუტსალის თასის 1/4 ფინალური ეტაპის მატჩები 30 მარტს გაიმართება, გუნდები კი ასე დაწყვილდნენ:

თბილისი – პსპ

ილიაუნი – არმია

კსუ – თელასი

ეუ – თსუ

ჯერ უცნობია, ფუტსალის თასის 1/2 ფინალური ეტაპის მატჩები როდის ჩატარდება, მაგრამ ცნობილია, წყვილები როგორ შედგება:

(თბილისი – პსპ) გამარჯვებული – (ილიაუნი – არმია) გამარჯვებული.

(კსუ – თელასი) გამარჯვებული – (ეუ – თსუ) გამარჯვებული.