ფუტსალის ნაკრებს ევრომდე სპარინგები დაუგეგმეს - სფფ-ში აღმასკომის სხდომა გაიმართა #1TVSPORT
ფუტსალის ნაკრებს ევრომდე სპარინგები დაუგეგმეს - სფფ-ში აღმასკომის სხდომა გაიმართა #1TVSPORT

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა გაიმართა. კომიტეტის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებთან ერთად სანაკრებო სეზონი შეაჯამეს და ევრო 2022-ისთვის ფუტსალის ნაკრების მზადების შესახებ იმსჯელეს.

სფფ-ის აღმასკომმა დღევანდელ შეხვედრაზე უეფა-სთან შეთანხმებით საკლუბო ლიცენზირების პროცესში ცვლილებები დაამტკიცა. აღნიშნული ცვლილებები ძალაში 2022-23 წლების სეზონიდან შევა.

2022 წელს საქართველოს ფუტსალის ერონული ნაკრები არსებობის ისტორიაში ევროპის ჩემპიონატზე პირველად იასპარეზებს.

ავთანდილ ასათიანის გუნდი კონტინენტის პირველობამდე ექვს ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. ოთხი მატჩი მიმდინარე წლის დეკემბერშია დაგეგმილი, ორი შეხვედრა კი 2022 წლის იანვარში შედგება.

„დიდი იმედი გვაქვს, რომ ფუტსალის ნაკრები ჯგუფშიც წარმატებით ითამაშებს და შემდეგი ეტაპის საგზურსაც მოიპოვებს. ამიტომ გუნდის მომზადება ძალიან მნიშვნელოვანია და ექვსი ამხანაგური შეხვედრა დაიგეგმა. გუნდი ევროპის ჩემპიონატზე პირველად ითამაშებს და წარმატებები მინდა ვუსურვო“, – ამბობს სფფ-ს გენერალური მდივანი დავით მუჯირი.