ფუტსალის ნაკრებმა ღია ვარჯიში გამართა - საქართველოს ნაკრების შეხვედრები პირველ არხზე
ფუტსალის ნაკრებმა ღია ვარჯიში გამართა - საქართველოს ნაკრების შეხვედრები პირველ არხზე
29 იანვრიდან 1 თებერვლამდე თბილისის ახალი სპორტული სასახლე ფუტსალის ევრო-2022-ის წინასწარი ეტაპის „ფ“ ჯგუფის მატჩებს უმასპინძლებს.
 
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ავთანდილ ასათიანმა შეხვედრებისთვის 16 მოთამაშე გამოიძახა და დღეს მედიისთვის ღია ვარჯიში გამართა.
​საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრების შემადგენლობა:
​მეკარეები: ზვიად კუპატაძე (ტტგ-იუგრა, რუსეთი), თორნიკე ბუკია (ტატიშვილი, თბილისი), ალექსანდრე ჯამბურია (ჯორჯიანსი, თბილისი), დავით კეპაშვილი (თსუ, თბილისი)
მცველები: შოთა თოფურია, ვახტანგ ჯვარაშვილი (ორივე – ჯორჯიანსი, თბილისი), თალეს ფეიტოსა (ცრვენა ზვეზდა, სერბეთი), გიორგი ღავთაძე (კავკასიის უნივერსიტეტი, თბილისი), კახა მაისაია (სალინესი, ბოსნია-ჰერცეგოვინა), მალხაზ მურცხვალაძე (სორო-კომპანია, უზბეკეთი), მიხეილ თევზაძე (თსუ, თბილისი), ნიკა ზედელაშვილი (დაროჟნიკი, ბელარუსი)
​თავდამსხმელები: ნიკა კურტანიძე, ლევან სვანიძე (ორივე- პსპ, თბილისი), ვახტანგ კეკელია (სორო-კომპანია, უზბეკეთი), რონინიო (ხერსონი, უკრაინა), გია ნიყვაშვილი (ვალეტა, მალტა), სიმი საიოტი (კპრფ, რუსეთი), არჩილ სებისკვერაძე (ცრნიცა, ხორვატია), ფუმასა (აპოელი, კვიპროსი), ნუკრი ჭუმბურიძე (რედ დრაგონსი, პოლონეთი), ირაკლი თოდუა (აეკ ლარკანა, კვიპროსი)
ევრო 2022-ის საკვალიფიკაციო ეტაპისF ჯგუფის განრიგი
წინასწარი რაუნდი, „ფ“ ჯგუფი
2020 წლის29 იანვარი
კოსოვო 16:00 ავსტრია
გერმანია 19:00 საქართველო
30 იანვარი
გერმანია 16:00 კოსოვო
საქართველო 19:00 ავსტრია
1 თებერვალი
ავსტრია – გერმანია. 19:00 საათზე
საქართველო – კოსოვო. 22:00 საათი 22:00
შემდეგ ეტაპზე თამაშის უფლებას ჯგუფის ორი საუკეთესო და ხუთი საუკეთესო მესამეადგილოსანი ნაკრები მოიპოვებს. საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის მატჩები 2020 წლის აპრილში გაიმართება. კონტინენტის პირველობას კი, 2022 წელს ნიდერლანდები უმასპინძლებს.
ევრო 2020-ის საკლაფიკაციო ეტაპის მატჩები ახალ ოლიმპიურ სასახელში გაიმართება. პირველ შეხვედრას საქართველოს ეროვნული ნაკრები 29 იანვარს 19:00 საათზე გერმანიის წინააღმდეგ გამართავს. თამაშებზე დასწრება თავისუფალია, საქართველოს ნაკრები სამივე შეხვედრას პირდაპირ ეთერში საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.