ფუტსალის მსოფლიო ჩემპიონატის ელიტ რაუნდი | მარცხი მოქმედ ჩემპიონთან - საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიასთან თამაში ვერ გადაარჩინა #1TVSPORT
საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის ელიტრაუნდში მეორე მატჩი პორტუგალიასთან გამართა და 4:2 დამარცხდა.
ავთანდილ ასათიანის გუნდი მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონს, პორტუგალიის ნაკრებს ვიზეუში ესტუმრა და პირველ ტაიმში ვერაფერს გახდა. მასპინძლები დიდ უპირატესობას ფლობდნენ და 4:0 მოიგეს.
საქართველოს ნაკრებმა შესვენების შემდეგ ბევრად უკეთ ითამაშა და გიორგი ღავთაძის და ვილიანის გოლებით ანგარიში შეამცირა. პორტუგალიელებს მეხუთეს გატანაც შეეძლოთ, მაგრამ ჩვენმა მეკარემ, ზვიად კუპატაძემ ბრუნო კოელიუს დარტყმული პენალტი მოიგერია.
მსოფლიო ჩემპიონატის ელიტრაუნდის მომდევნო შეხვედრას საქართველოს ნაკრები 7 ოქტომბერს თბილისში ფინეთის წინააღმდეგ გამართავს.
პორტუგალია 4:2 საქართველო
გოლები: 1:0 ტომას პაკო (1), 2:0 პაულეტა (6), 3:0 ტიაგუ ბრიტო (13), 4:0 ბრუნო კოელიუ (20), 4:1 გიორგი ღავთაძე (34. შოთა თოფურიას პასით), 4:2 ვილიან ლოურენსუ (27. თალესის პასით)
გაფუჭებული პენალტი: ბრუნო კოელიუ (38. მეკარე)
საქართველო: ზვიად კუპატაძე – შაგინია, თალესი, ბინიო, სიმი საიოტი
სათადარიგოები: თორნიკე ბუკია (მეკარე), ვილიან ლოურენსუ, შოთა თოფურია, ფერნანდო დრასლერი, ჩიმბა, გიორგი ღავთაძე, ვახტანგ კეკელია, ირაკლი თოდუა, ბრუნო გომესი