ფუტსალის ლიგის ნახევარფინალური წყვილები გაირკვა - პსპ-მ არმია დაამარცხა #1TVSPORT
ფუტსალის ლიგაში პლეი ოფში პსპ-სა და არმიას შორის პლეი-ოფის მესამე შეხვედრა გაიმართა და ფუტსალის ლიგის ორივე ნახევარფინალური წყვილი დაკომპლექტდა.
თბილისის ახალ ოლიმპიურ სასახლეში გამართულ დაპირისპირებამდე ანგარიში 1:1 იყო. პირველი მატჩი არმიამ 1:0 მოიგო, მეორეში პსპ-მ 4:2 იმარჯვა. მესამე შეხვედრაში კი მეტოქეზე ძლიერი აღმოჩნდა.
დაძაბული ბრძოლის პირველი ნახევარი „ფარმაცევტებმა“ 1:0 მოიგეს. არმიამ შესვენების შემდეგ წონასწორობა სწრაფად აღადგინა. მაგრამ პსპ-მ შესანიშნავად ჩაატარა 5-წუთიანი მონაკვეთი, 4:1 დაწინაურდა, საბოლოოდ 5:2 გაიმარჯვა და ნახევარფინალში გავიდა.
ახლა ჩემპიონის გასარკვევად პლეი-ოფის და ფინალური რაუნდის მატჩები დარჩა. თსუ „თელასს“ შეხვდება, ხოლო პსპ – კსუ-ს.