ფუტსალის ლიგის მესამე ნახევარფინალისტი ცნობილია - ერთი წყვილის გამარჯვებული მესამე მატჩით გაირკვევა #1TVSPORT
ფუტსალის ლიგაში პლეი ოფში მეორე შეხვედრები გაიმართა და ერთი ნახევარფინალისტი გაირკვა. 2021-22 წლის რეგულარული სეზონის დასრულების შემდეგ, ჩემპიონის გასარკევვად პლეი ოფის და ფინალური რაუნდის მატჩები დარჩა.
პლეი ოფის პირველ-მეორე ადგილზე გასული „თელასი ჯორჯიანსი“ და კსუ ნახევარფინალში მეტოქეებს ელიან. ამ გუნდების მეტოქეები კი მეოთხედფინალურ მატჩებში გამოვლინდება.
მეოთხე საფეხურზე მყოფი თსუ მეხუთე პოზიციაზე გასულ ილიაუნს შეხვდა და პირველ შეხვედრაში 2:0-ის მოგების შემდეგ, მეორე მატჩში ნახევარფინალის საგზური დამაჯერებელი მოგებით მოიპოვა – 5:0.
მესამეადგილოსანი პსპ მეექვსეზე გასულ არმიასთან პირველ დაპირისპირებაში 0:1 დამარცხდა, მაგრამ მეორე მატჩი 4:2 მოიგო და საჭირო გახდა მესამე მატჩის გამართვა, რომელიც გამარჯვებულს გაარკვევს.
პსპ-არმიას მესამე შეხვედრა 24 მაისს თბილისის ახალ ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება. უკვე ცნობილია, რომ თსუ „თელასს“ შეხვდება, ხოლო პსპ – არმია დაპირისპირებაში გამარჯვებული – კსუ-ს.