ფუტსალის ლიგის ფინალისტები ცნობილია - ჩემპიონობისთვის ორი სტუდენტური გუნდი დაუპირისპირდება #1TVSPORT
ფუტსალის ლიგის ფინალისტები ცნობილია - ჩემპიონობისთვის ორი სტუდენტური გუნდი დაუპირისპირდება #1TVSPORT

საქართველოს ფუტსალის ლიგის ფინალისტები ცნობილია – ახალ ოლიმპიურ სასახლეში პლეი-ოფის მეორე ნახევარფინალური შეხვედრები გაიმართა და ცნობილი გახდა, რომ არც ერთ წყვილში მესამე მატჩი აღარ გაიმართება, ფინალში კი სტუდენტური გუნდები ითამაშებენ.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდმა კსუ-მ გასული სეზონის ვიცე-ჩემპიონს, „თელასს“ პირველი მატჩი 9:4 მოუგო. „თელასი“ მეორე შეხვედრაში მოგებას და ვითარების გამოსწორებას შეეცადა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა და მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა. მაგრამ დებულების მიხედვით, მატჩის გამარჯვებულის გამოსავლენად პენალტების სერია დაინიშნა, რომელიც კსუ-მ უკეთ შეასრულა, 5:4 მოიგო და ფინალში გავიდა.

მეორე ფინალისტი მოქმედი ჩემპიონი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი თსუ გახდა, რომელმაც პირველ მატჩში „თბილისი” 2:0 დაამარცხა, ამჯერად კი 5:0 და ფინალში კსუ-სთან ტიტულის შენარჩუნებას შეეცდება.