ფუტსალის ლიგაში XII ტურის გადადებული შეხვედრა გაიმართა, რომელსაც სატურნირო კუთხით დიდი მნიშვნელობა ჰქონდა – კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი მოქმედ ჩემპიონს, პე-ეს-პე-ს (პსპ) დაუპირისპირდა და მოულოდნელად, დიდი ანგარიშით დაამარცხა.
ახალ სპორტის სასახლეში გამართულ დაპირისპირებაში პსპ-მ უპირატესობა თავიდანვე მოიპოვა და გიორგი აფციაურის (2) და გიორგი ზუნტუროვის (14) გოლებით პირველ ტაიმში 2:0 დაწინაურდა, მეორე ნახევარში გურამ გოგიჩაიშვილმა (28) და ნიკა კურტანიძემ (33) კიდევ ორი გაიტანეს. კსუ-დან ერთადერთი გოლი 39-ე წუთზე გარი წერეთელის ანგარიშზეა. ფარმაცევტებმა 4:1 მოიგეს.
პირდაპირი გზით საჩემპიონო პლეი ოფში ჩემპიონატის ორი საუკეთესი გუნდი ითამაშებს, საგზური კი მხოლოდ „თელასმა“ მოიპოვა, დანარჩენი ორი საგზურის მფლობელი გადათამაშებაში გაირკვევა – მესამეადგილოსანი მეექვსეზე გასულს დაუპირისპირდება, ხოლო მეოთხე გუნდი – მეხუთეს.
1. თელასი 18 43
2. პსპ 17 35
3. კსუ 18 34
4. თსუ 18 29
5. ილიაუნი 18 25
6. არმია 17 23
7. მართვე 18 9
8. ბსსა 18 -3
ჯარიმები: პსპ -6 ქულა; ბსსა -6 ქულა