ფუტსალის ლიგაში „თელასი“ დაწინაურდა, ორ გუნდს ქულები დააკლეს #1TVSPORT
ფუტსალის ლიგაში მეხუთე ტურის შეხვედრები გაიმართა და ლიდერთა ჯგუფში ცვლილებები მოხდა.
ბსსა – ილიაუნი 2:11
ჩემპიონატის ერთ-ერთი ყველაზე უხვგოლიანი მატჩის ბედი საწყის 9 წუთში გადაწყდა. „ილაიუნი“ „ბათუმის საზღვაო აკადემიასთან“ მე-12 წამზე დაწინაურდა, მე-9 წუთზე კი ოთხბურთიანი უპირატესობით იგებდა. თამაზ გოგსაძემ და გურამ ნადარეიშვილმა ჰეთ-თრიქი შეასრულეს, ხოლო საბა მაჩირიძემ – დუბლი. 35-ე წუთზე კი გამარჯვებულების მცველი ბექა ონიანი მოედნიდან გააძევეს.
თელასი-ჯორჯიანსი – მართვე 13:0
საქართველოს ნაკრების საბაზო კლუბის უპირატესობა აშკარა იყო – ავთანდილ ასათიანის გუნდმა პირველი ტაიმი 6:0 მოიგო. ნიკა გაბრიჩიძემ (8, 24, 39) და ჯანიკო გიორგაიამ (10, 18, 32) ჰეთ-თრიქი შეასრულეს, დუბლი ირაკლი თოდუას (21, 34) ანგარიშზეა, ხოლო 1-1 გოლი გაიტანეს ვახტანგ კეკელიამ (20), ამირან ცხომარიამ (39), დავით ხეჩიკაშვილმა (15) და გიორგი თოლორდავამ (5).
პსპ – კსუ 1:1
გაცილებით დაძაბული გამოდგა „პე-ეს-პეს“ და მოქმედი ჩემპიონის, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის შეხვედრა. პირველ ნახევარში ანგარიში ფარმაცევტების მოთამაშე ნიკა კურტანიძემ გახსნა, მაგრამ 34-ე წუთზე ლუკა ფარცვანიამ წონასწორობა აღადგინა და მატჩი 1:1 დასრულდა.
არმია – თსუ 1:2
საქართველოს ვიცეჩემპიონი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი გიორგი ჩიმაკაძის (9) და ნოდარ ქურცაძის (16) გოლებით პირველ ტაიმში ორბურთიანი უპირატესობით დაწინაურდა, მაგრამ მე-17 წუთზე მათი მეკარე, ალი ასლანი მოედნის ცენტრში გავიდა ბურთი დაკარგა და შენარჩუნება ხელით სცადა, რის გამოც გააძევეს. არმიელებმა მეორე ტაიმში სხვაობის შემცირება სცადეს – თსუ-ს კარი ლაშა ფოფხაძემ (27) აიღო, მაგრამ არმიელებმა მატჩის გადარჩენა ვეღარ მოახერხეს.
1 თელასი 4 12
2 კსუ 5 10
3 პსპ 5 7 (-6)
4 თსუ 5 6
5 არმია 5 4
6 ილიაუნი 5 4
7 მართვე 5 3
8 ბსსა 4 -3 (-6)
შარშანდელი სეზონის ბოლოს პსპ-ს და ბათუმის საზღვაო აკადემიის საპლეიოფო მატჩში მეტოქეებმა იჩხუბეს. ამის გამო, ორი გუნდს 6-6 ქულა დააკლდა. შედეგად, პირველ ადგილზე „თელასი“ დაწინაურდა.