ფუტსალის ლიგაში საუკეთესოები ასათიანი და ღავთაძე არიან #1TVSPORT
ფუტსალის ლიგაში საუკეთესოები ასათიანი და ღავთაძე არიან #1TVSPORT

ონლაინ რეჟიმში მიმდინარეობს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტრადიციული დაჯილდოება, სადაც წლის საუკეთესოებს ასახელებენ.

ფეხბურთის ფედერაციამ დაასახელა 2021 წლის სეზონის ფუტსალის ლიგის საუკეთესო მწვრთნელი ლიგის ნომინაციაში

საუკეთესო მწვრთნელი – ავთანდილ ასათიანი (თელასი-ჯორჯიანსი)

ნომინანტები – ავთანდილ ასათიანი (თელასი-ჯორჯიანსი), ლევან კობაიძე (კსუ), დავით ბობოხიძე (თსუ)

საქართველოს ფუტსალის ლიგის საუკეთესო ფეხბურთელი – გიორგი ღავთაძე (კსუ)

ნომინანტები – გიორგი ღავთაძე (კსუ), ვახტანგ ჯვარაშვილი (თელასი), შოთა თოფურია (თელასი).

საუკეთესოები სფფ-ს ფეისბუქ და ინსტაგრამ გვერდების საშუალებით გამოვლინდნენ. გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ეროვნული ნაკრების მოთამაშეებმა, ფუტსალისა და ქალთა ლიგების მთავარმა მწვრთნელებმა და კაპიტნებმა, ვეტერანმა ქართველმა ფეხბურთელებმა და სპორტული მედიის წარმომადგენლებმა.