ფუტსალის ლიგაში მე-6 ტურის შეხვედრები გაიმართა. ცენტრალური მატჩი დღის ბოლოს ჩატარდა, რომელშიც ვიცე-ჩემპიონმა მოულოდნელად წააგო.
კსუ – ბსსა 5:3
ჩემპიონმა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა (კსუ) პირველად ითამაშა მთავარი მეკარის, ტრაგიკულად გარდაცვლილი დავით ჯინჭარაძის გარეშე. გუნდმა ბათუმის საზღვაო აკადემია საკამაოდ დაძაბაულ ბრძოლაში დაამარცხა.
მართვე – ილიაუნი 1:11
ქუთაისის „მართვემ“ „ილიაუნს“ უმასპინძლა და დიდი ანგარიშით წააგო. სტუმრებმა პირველი ტაიმი 6:0 მოიგეს და მეორე ნახევარში უპირატესობა შეინარჩუნეს. დავით გეგეშიძემ ჰეთ-თრიქი შეასრულა (5 წთ, 6 წთ, 15 წთ), ხოლო დუბლი – ოთარ ბერეჩიკიძემ (13 წთ, 38 ჭთ) და გურამ ხაჭაპურიძემ (12 წთ, 29 წთ).
თელასი/ჯორჯიანსი – არმია 5:4
ნაკრების საბაზო გუნდმა „თელასმა“ „არმია“ რთულ დაპირისპირებაში დაამარცხა. ლადო ბურდულის „არმია“ სამჯერ დაწინაურდა და „თელასმა“ წონასწორობა სამჯერ აღადგინა. დუბლი ვახტანგ კეკელიას (25 წთ, 37 წთ) და ირაკლი თოდუას (27 წთ, 38 წთ) ანგარიშზეა.
თსუ- პსპ 0:2
ვიცე-ჩემპიონი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი (თსუ) ერთ-ერთ ლიდერს, პე-ეს-პეს დაუპირისპირდა და დამარცხდა. „ფარმაცევტებმა“ თამაში კარგად დაიწყეს და პირველი ტაიმი ახალაიას (7 წთ) და კურტანიძის (15 წთ) გოლებით 2:0 მოიგეს. ბესიკ არველაძის გააწვრთნილებმა მეორე ნახევარში უპირატესობა შეინარჩუნეს და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვეს.
გუნდი |
თ |
ქ |
1. თელასი |
6 |
18 |
2. კსუ |
6 |
13 |
3. პსპ |
6 |
10 |
4. ილიაუნი |
6 |
7 |
5. თსუ |
6 |
6 |
6. არმია |
6 |
4 |
7. მართვე |
6 |
3 |
8. ბსსა |
6 |
3 |
ამ ტურის შემდეგ სანაკრებო პაუზა დაიწყება. საქართველოს ფუტსალის ეროვნული გუნდი 16 და 18 დეკემბერს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში სერბეთის ნაკრებს დაუპირისპირდება, ხოლო 21 და 22 დეკემბერს – ყირგიზეთის ნაკრებს.