ფუტსალის ლიგა | თსუ-მ მოიგო - „თელასმა“ კსუ დაამარცხა და ლიდერია #1TVSPORT
ფუტსალის ლიგაში მე-10 ტური ქუთაისში გამართული შეხვედრით დასრულდა – „მართვემ“ მოქმედ ვიცე-ჩემპიონს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) გუნდს უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში მინიმალური სხვაობით დამარცხდა.
ქუთაისის სპორტის სასახლეში ჩატარებულ მატჩში „მართვე“ დაწინაურდა – მე-6 წუთზე თავი ლაშა ბუბულაშვილმა გამოიჩინა. თსუ-მ მდგომარეობა გამოასწორა და მასპინძელთა კარი სამჯერ აიღო – გიორგი დიაკვნიშვილის, ნოდარ ქურცაძის (11) და გიორგი ჩიმაკაძის (29) გოლებით დაწინაურდა. ქუთაისელთა მოთამაშე ნიკა ხარაიშვილმა (32) სხვაობა ისევ მინიმუმამდე შეამცირა, მაგრამ „მართვემ“ თამაშის გადარჩენა ვეღარ მოახერხა და თსუ-მ 2:3 მოიგო.
ფუტსალის ლიგის მე-10 ტურის დანარჩენი შეხვედრები ასე დასრულდა:
ილიაუნი – არმია 6:5
კსუ – თელასი-ჯორჯიანსი 0:3
ბათუმი – პსპ (გადაიდო)