ფუტსალის ლიგა | თსუ ისევ პირველია, „თელასი“ მეორე ადგილზე გადავიდა #1TVSPORT
სანაკრებო პაუზის შემდეგ საქართველოს ფუტსალის ლიგის გათამაშება მეცხრე ტურის მატჩებით განახლდა – ახალ ოლიმპიურ სასახლეში პირველად ერთმანეთს გათამაშების ლიდერი თბილისის სახელმწიფო უნივერსისტეტის გუნდი თსუ და მეორეადგილოსანი „თბილისი“ დაუპირისპირდნენ. მოქმედმა ჩემპიონმა, თსუ-მ მეტოქეს აჯობა და მორიგი გამარჯვება მოიპოვა – 3:1.
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდი, კსუ დაძაბულ ბრძოლაში 2:3 დამარცხდა პსპ-სთან, რომელიც მეოთხე ადგილზე დაწინაურდა, რაც ფინალურ სერიაში მონაწილეობის უფლებას მისცემს.
საქართველოს ნაკრების საბაზო გუნდმა, ავთანდილ ასათიანის გაწვრთნილმა „თელასი-ჯორჯიანსმა“ აუტსაიდერი „ილიაუნი“ ეროვნული გუნდის მოთამაშეების, შოთა თოფურიასა და ვახტანგ ჯვარაშვილის გოლებით 2:0 დაამარცხა.
9 ტურის შემდეგ 25 ქულით მოქმედი ჩემპიონი თსუ ლიდერობს, „თელასი-ჯორჯიანსმა“ კი კონკურენტის, „თბილისის“ წაგებით ისარგებლა და 19 ქულით მეორე ადგილზე გადავიდა.
სატურნირო ცხრილი
1. თსუ 9 25
2. თელასი 9 17
3. თბილისი 9 16
4. პსპ 9 10
5. კსუ 9 8
6. ილიაუნი 9 1