ფუტსალის ლიგა - „თელასმა“ პირველად მოიგო #1TVSPORT
ფუტსალის ლიგა - „თელასმა“ პირველად მოიგო #1TVSPORT

საქართველოს ფუტსალის ლიგაში მეორე ტურის შეხვედრები გაიმართა. თბილისის ახალ სპორტის სასახლეში ერთმანეთს „ილიაუნი“ და „თელასი-ჯორჯიანსი“ დაუპირისპირდნენ.

„თელასმა“ პირველ ტაიმში გოლებით ორბურთიანი უპირატესობა მოიპოვა. მეორე ნახევარში „ილიაუნი“ ვითარების გამოსწორებას შეეცადა და სხვაობა შეამცირა, მაგრამ ავთანდილ ასათიანის გუნდმა უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა და საბოლოოდ, 6:2 მოიგო. ალექსანდრე აბულაძემ (17, 39) და ჯანიკო გიორგაიამ (31, 34) დუბლი შეასრულეს, 1-1 გოლი დავით ხეჩიკაშვილისა (12) და ირაკლი თოდუას (40) ანგარიშზეა, ხოლო „ილიაუნიდან“ თავი გურამ ხაჭაპურიძემ (29) გამოიჩინა, ერთი ბურთი კი ამირან ცხომარიამ (35) საკუთარ კარში ჩაჭრა.

ტურის ცენტრალურ შეხვედრაში მოქმედი ჩემპიონი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაძაბულ ბრძოლაში 4:2 დაამარცხა. ხოლო ფუტსალის ლიგაში დაბრუნებული ქუთაისის „მართვე“ „პე-ეს-პეს-სთან“ განადგურდა – 0:10.

ბათუმის საზღვაო აკადემია „არმიას“ უნდა შეხვედროდა, მაგრამ მატჩი ხვალისთვის გადაიდო. ორი ტურის შემდეგ 6-6 ქულით, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდი და „პე-ეს-პე“ დაწინაურდნენ.