ფუტსალის ლიგა - „თელასმა“ ისევ მოიგო და დიდი უპირატესობით ლიდერობს #1TVSPORT
ფუტსალის ლიგაში სეზონის თითქმის ორთვიანი პაუზის შემდეგ მიყოლებით ორი ტურის მატჩები გაიმართა. მე-9 ტური უხვგოლიანი მატჩებით დაიწყო – სამი შეხვედრის ჯამში 21 გოლი გავიდა.
არმია – ბსსა 6:4
თელასი – ილიაუნი 3:2
თსუ – კსუ 3:3
პსპ – მართვე 5:4
ფუტსალის მთავარ ლიგაში საქართველოს ნაკრების საბაზო კლუბი „თელასი“ კვლავაც ერთადერთი გუნდია, რომელსაც არ წაუგია. ცხრილის ლიდერმა თბილისის ახალ სპორტის სასახლეში „ილიაუნი“ დაძაბულ ბრძოლაში 3:2 დაამარცხა და კვლავაც დიდი უპირატესობით ლიდერობს.
დაძაბული გამოდგა მოქმედი ჩემპიონის, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და თსუ-ს მატჩი, რომელიც 3:3 დასრულდა. თსუ-დან გოლები ლუკა ფარცვანიას (14), საბა ტყეშელაშვილის (25) და ნიკა ხარატიშვილის (32) ანგარიშზეა, ხოლო კსუ-დან თავი გამოიჩინეს ვანო ბექაურმა (15), ბორის ესებუამ (32) და გიორგი დიაკვნიშვილმა (32).
მეცხრე ტურის ბოლო შეხვედრა პსპ-სა და ქუთაისის „მართვეს“ შორის თბილისელთა გამარჯვებით 5:4 დასრულდა. მატჩის გმირი გახდა ნიკა კურტანიძე გახდა, რომელმაც ჰეთ-თრიქი შეასრულა, ბოლო გოლი მატჩის დასრულებამდე ერთი წამით ადრე გაიტანა და გუნდს უმნიშვნელოვანესი ქულა მოუტანა.
სატურნირო ცხრილში 9 ტურის შემდეგ 24 ქულით „თელასი“ ლიდერობს, მეორე ადგილზეა კსუ (17), ხოლო მესამეზე – პსპ (მატჩებამდე გუნდებმა ბანერები გამოფინეს და უკრაინელი ხალხის მიმართ მხარადჭერა გამოხატეს).