ახალ სპორტის სასახლეში ფუტსალის ლიგის მე-11 ტურის შეხვედრები გაიმართა, ლიდერმა „თელასმა“ მორიგი შეხვედრა მოიგო, ხოლო „პე-ეს-პე“ (პსპ) მიმდინარე სეზონში პირველად დამარცხდა.
არმია – კსუ 3:3
„არმია“ საქართველოს მოქმედ ჩემპიონ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტთან (კსუ) უპირატესობას ფლობდა და მატჩის დასრულებამდე 7 წუთით ადრე 3:0-ს იგებდა. გოლები ნიკოლოზ უგრეხელიძემ (19), მალხაზ მურცხვალაძემ (21) და ირაკლი ლატარიამ (33) გაიტანეს, მაგრამ კსუ-მ, ფაქტობრივად, წაგებული თამაში შემოატრიალა – ჩემპიონის კარი ჯერ გიორგი ჭოხონელიძემ (37) აიღო, ხოლო სხვაობა მინიმუმამდე ბექა ბექაურმა (39) შეამცირა.
ამ შეტევამდე არმიელი მალხაზ მურცხვალაძე წესის დარღვევით შეაჩერეს, მაგრამ არბიტრმა თამაში გააგრძელა – კსუ-მ მეორე გოლი სწორედ ამ დროს გაიტანა, ხოლო „არმიას“ მთავარი მწვრთნელი ლადო ბურდული პროტესტისთვის სათადარიგოთა სკამიდან გააძევეს. მატჩის დასრულებამდე 10 წამით ადრე ნიკა ხარატიშვილმა (40) „არმიის“ კარი მესამედ აიღო და საბოლოოდ, ფრე – 3:3.
პსპ – ილიაუნი 1:3
„პე-ეს-პე-მ“ მიმდინარე სეზონში პირველი მარცხი განიცადა. „ილიაუნის“ მოთამაშეებიდან თავი გამოიჩინეს თამაზ გოგსაძემ (1), ლაშა კურტანიძემ (19) და გურამ ხაჭაპურიძემ (35), ამაზე პსპ-მ მხოლოდ ერთით უპასუხა – მეტოქის კარი ლევან სვანიძემ (9) აიღო.
ტურის მატჩში ავთანდილ ასათიანის „თელასმა“ მოიგო. ეროვნული ნაკრების საბაზო გუნდმა საქართველოს ვიცე-ჩემპიონის კარი ორჯერ აიღო. ანგარიში ვახტანგ კეკელიამ 25-ე წუთზე გახსნა, შეხვედრის დასრულებამდე 30 წამით ადრე კი თსუ-ს ვახტანგ ჯვარაშვილმა გაუტანა და – 2:0.
მე-11 ტურის ბოლო შეხვედრა ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიასა (ბსსა) და ქუთაისის „მართვეს“ შორის შეხვედრა 11 მარტს ბათუმის სპორტის სასახლეში გაიმართება.
1 თელასი 11 30
2 კსუ 11 18
3 პსპ 9 16
4 ილიაუნი 11 16
5 თსუ 11 16
6 არმია 10 11
7 მართვე 10 3
8 ბსსა 9 -3
ჯარიმები: პსპ -6 ქულა; ბსსა -6 ქულა.