ფუტსალის ლიგა - „თელასი“ კონკურენტებთან უპირატესობას ინარჩუნებს #1TVSPORT
ფუტსალის ლიგაში მე-15 ტურის შეხვედრები გაიმართა. თბილისის ახალი სპორტის სასახლეში ლიდერმა „თელასი-ჯორჯიანსმა“ ისევ მოიგო და მდევრებთან უპირატესობას შეინარჩუნა.
თელასი-ბსსა 11:1
„თელასი-ჯორჯიანსმა“ ბათუმის საზღვაო აკადემიის გუნდი იოლად დაამარცხა 11:1. ნიკოლოზ გაბრიჩიძემ (7, 10, 27) და დავით ხეჩიკაშვილმა (22, 29, 37) ჰეთ-თრიქი შეასრულეს, დანარჩენი გოლები ვახტანგ ჯვარაშვილის (2). ირაკლი თოდუას (4), ამირან ცხომარიას (16), ლევან ფარტენაძის (20- ავტოგოლი) და ჯანიკო გიორგაიას (28) ანგარშზეა. ბათუმელებიდან ერთადერთი გოლი მატჩის მიწურულს ზვიად შამილაძემ (39) გაიტანა.
კსუ – მართვე 6:2
მოქმედმა ჩემპიონმა, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდმა ქუთაისის „მართვე“ დამაჯერებლად დაამარცხა. გამარჯვებულებიდან გოლები ნიკა მანგოშვილის (33, 36), ხოან ჩავარროს (9), ნიკა ხარატიშვილის (15), გიორგი ჭოხონელიძეს (23) და ლევან კობაიძემ (34) გაიტანეს, ხოლო ქუთაისელებიდან – ნიკა ხარაიშვილმა (28) და ლაშა ბუბულაშვილმა (40).
თსუ – ილიაუნი 3:1
ვიცეჩემპიონ თსუ-ს (თბილისის სახელმწიფო უნიოვერსიტეტი) პირველ ტაიმში შეეძლო დაწინაურება, მაგრამ ჟოაო ალმეიდამ პენალტი ვერ გამოიყენა. მთავარი ამბები მეორე ტაიმში მოხდა. 25-ე წუთზე თსუ გიორგი დიაკვნიშვილმა დააწინაურა, მაგრამ ანგარიში „ილიაუნმა“ ჯონათან პერეირას ავტოგოლით გაათანაბრა. თსუ-მ მაინც მოიგო – გუნდი 33-ე წუთზე ნოდარ ქურცაძემ დააწინაურა, ხოლო საბოლოო ანგარიში გიორგი ჩიმაკაძემ 38-ე წუთზე დააფიქსირა.
არმია – პსპ 2:7
„პე-ეს-პე“-მ კიდევ ერთი კარგი თამაში ჩაატარა. ბესო არველაძის გუნდმა ამჯერად დაამარცხა მეტოქე, რომელიც ყველას პრობლემას უქმნის. „პე-ეს-პე“-მ ეს მატჩი დიდი ანგარიშით მოიგო. ნიკოლოზ კურტანიძემ ჰეთ-თრიქი (2,19, 20) შეასრულა, გურამ გოგიჩაიშვილმა (29, 39) – დუბლი, ხოლო 1-1 გოლი მელტონ ახალაიამ (10) და გიორგი ზუნტუროვმა (18) გაიტანეს, არმიელებიდან თავი გიორგი სილაგავამ (5) და ბაკურ ნანეიშვილმა (25) გამოიჩინეს.