საქართველოს ფუტსალის ლიგაში მე-6 ტურის შეხვედრები გაიმართა. მოიგეს ლიდერებმა „თელასმა“ და პსპ-მ, ხოლო მოქმედმა ჩემპიონმა და ვიცე-ჩემპიონმა ერთმანეთთან ქულები დაკარგეს.
ილიაუნი – თელასი 3:4
გათამაშების ლიდერმა „თელასი-ჯორჯიანსმა“ ურთულესი მატჩი ჩაატარა „ილიაუნთან“ და დაძაბული შეხვედრა მოიგო. დავით ხეჩიკაშვილმა (5, 27) დუბლი შეასრულა, 1-1 გიორგი თოლორდავას (12) და ირაკლი თოდუას (28) ანგარიშზეა. წაგებულიდან თავი გამოიჩინეს საბა მაჩიტიძემ (3), მეკარე ალექსანდრე აბულაძემ (23, საკუთარი თავიდან გაიტანა) და ოთარ ბერეჩიკიძემ (35).
ბსსა – არმია 0:3
ბათუმის საზღვაო აკადემია აუტსაიდერია და მიმდინარე სეზონში მხოლოდ ერთხელ მოიგო. გუნდი ამჯერადაც დამარცხდა – მასპინძელთა კარი აიღეს კახაბერ მაისაიამ (3), ლაშა ფოფხაძემ (33) და ირაკლი ლატარიამ (37).
კსუ – თსუ 4:4
მოქმედი ჩემპიონის, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და ვიცე-ჩემპიონის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შეხვედრა ძალიან დაძაბული გამოდგა. კსუ-დან ნიკა ხარატიშვილმა (15,25,32) ჰეთ-ტრიქი შეასრულა, ერთიც ლევან კობაიძის (36) ანგარიშზეა, თსუ-დან კი გოლები გაიტანეს გიორგი ჩიმაკაძემ (22, 37), ბორის ესებუამ (14) და ჯონათან პერეირამ (24).
მართვე – პსპ 2:7
ქუთაისის სპორტის სასახლეში მიმდინარე სეზონის ერთ-ერთმა გამორჩეულმა გუნდმა, პსპ-მ მასპინძლებს, „მართვეს“ შანსი არ დაუტოვა და 7 გოლი გაუტანა – თავი გამოიჩინეს გიორგი აფციაურმა (2), გიორგი ზუნტუროვმა (22), მელტონ ახალაიამ (23), თეიმურაზ ექიზაშვილმა (24), გურამ გოგიჩაიშვილმა (32, 33) და გიორგი მამულაშვილმა (34). თბილისელებს „მართვემ“ მხოლოდ ნიკა ხარაიშვილისა (22) და მალხაზ შველიძის (40) ორი ზუსტი დარტყმით უპასუხა.