დღეს ფუტსალის ლიგის ახალი სეზონი დაიწყო – 2021 წლის სეზონის პირველ შეხვედრაში ერთმანეთს „ილიაუნი“ და „თბილისი“ დაუპირისპირდნენ.
პირველი ტურის მატჩი, რომელსაც თბილისის ახალი ოლიმპიური სასახლე მასპინძლობს, „ილიაუნის“ უპირატესობით წარიმართა და საბა მაჩიტიძისა და გიორგი მამულაშვილის გოლებით 2:0 დაწინაურდა. მაგრამ „თბილისმა“ ბაკურ გულუასა და ოთარ ბერეჩიკიძის გოლებით ანგარიში გაათანაბრა და მატჩის დასრულებამდე 7 წუთით ადრე დაწინაურდა. საბოლოოდ, მატჩი „თბილისის“ გამარჯვებით დასრულდა 2:3.
ფუტსალის ლიგის ახალი სეზონის პირველ ტურში კიდევ ორი მატჩი გაიმართება:
თელასი–კავკასიის უნივერსიტეტი – 15:00.
თსუ–პსპ – 17:00