ფუტსალის ლიგა - „ქუთაისი“ „ბათუმს“ დაუზავდა
ფუტსალის ლიგა - „ქუთაისი“ „ბათუმს“ დაუზავდა
ფუტსალის ლიგის სეზონის პირველი ტურის დასკვნითი შეხვედრა ქუთაისის სპორტის სასახლეში „მართვემ” ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს უმასპინძლა – დაძაბული და სანახაობრივი მატჩი ფრედ 3:3 დასრულდა.
 
მეთერთმეტე წუთზე ბსუ-მ ანგარიშის ექვსმეტრიანი საჯარიმო დარტყმით გახსნა. პირველ ტაიმში „უნივერსიტეტელებმა“ უპირატესობა ორამდე გაზარდეს, თუმცა თამაშის განახლების შემდეგ ქუთაისელებმა წონასწორობა აღადგინეს. გიორგი მამულაძის დუბლს, „მართვედან“ ასევე დუბლით ბაკურ გულუამ უპასუხა. თითო ბურთია დავით ჯალაღონიასა (ბსუ) და გიორგი ბალანჩივაძის (მართვე) ანგარიშზე. ბოლო წამებზე ბსუ-მ ათმეტრიანი საჯარიმო დარტყმა ვერ გამოიყენა და „დასავლური დერბი“ ფრედ დასრულდა.
ფუტსალის ლიგის მეორე ტურის მატჩები 13 დეკემბერს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება. თბილისი ქუთაისის „მართვეს” უმასპინძლებს, ილიაუნი თსუ-ს შეხვდება, ხოლო „თელასი” ბსუ-ს დაუპირისპირდება.