ფუტსალის ლიგა | პსპ-მ თსუ დაამარცხა - ასათიანის გუნდი შეუჩერებელია #1TVSPORT
ფუტსალის ლიგაში მე-13 ტურის სამი შეხვედრა გაიმართა – ლიდერმა „თელასი-ჯორჯიანსმა“ ისევ გაიმარჯვა და დიდი უპირატესობით ლიდერობს.
ილიაუნი – მართვე 4:2
სტუდენტებმა ქუთაისის „მართვე“ დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხეს. გამარჯვებულებიდან ოთარ ბერეჩიკიძემ (2, 33) დუბლი შეასრულა, 1-1 გოლი თამაზ გოგსაძის (1), და გურამ ხაჭაპურიძის (23) ანგარიშზეა, ქუთაისელებიდან კი თავი ირაკლი ზარნაძემ (3) და ნიკა ხარაიშვილმა (36) გამოიჩინეს.
პსპ – თსუ 4:2
პსპ-მ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი (თსუ) 4:2 დაამარცხა. ვიცე-ჩემპიონის კარი აიღეს მელტონ ახალაიამ (14, 33), შალვა კაპანაძემ (25) და ლევან სვანიძემ (26), ნიკოლოზ კურტანიძემ კი პირველ ტაიმში პენალტი ვერ გამოიყენა. თსუ-დან ორივე გოლი ლეგიონერების, კაიქუე გომესის (18) და ჯონათან პერეირას (30) ანგარიშზეა.
არმია – თელასი-ჯორჯიანსი 3:4
ავთანდილ ასათიანის გაწვრთნილებმა მორიგი გამარჯვება მოიპოვეს. „თელასი-ჯორჯიანსიდან“ მეტოქის კარი აიღეს ირაკლი თოდუამ (3, 15), ვახტანგ ჯვარაშვილმა (10) და ვახტანგ კეკელიამ (35), ხოლო არმიელებიდან – ირაკლი ლატარიამ (25), მალხაზ მურცხვალაძემ (31) და ბაკურ ნანეიშვილმა (38).