ფუტსალის ლიგაში მე-14 ტურის შეხვედრები გაიმართა. ჯერ კიდევ არ გარკვეულა, პლეი ოფში რომელი გუნდები ითამაშებენ.
„თელასი“ – „ილიაუნი“ 3:1
ჩემპიონობისთვის მებრძოლმა „თელასმა“ „ილიაუნთან“ ანგარიში ამირან ცხომარიას (14) გოლით გახსნა. მერე მეტოქის კარი ჯანიკო გიორგაიამ (17) და დავით ხეჩიკაშვილმა (27) აიღეს, „ილიაუნიდან“ კი თავი ბექა ონიანმა (30) გამოიჩინა.
„თსუ“ – „თბილისი“ 2:2
მოქმედ ჩემპიონს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდს თსუ-ს პლეიოფისთვის მებრძოლმა „თბილისმა“ დიდი წინააღმდეგობა გაუწია და თამაზ გოგსაძის გოლით (2) სწრაფად დაწინაურდა. თსუ-მ წონასწორობა 11 წუთში აღადგინა – მეტოქის კარი მე-13 წუთზე მურთაზ კაკაბაძემ აიღო. ბოლო წამები დრამატულად წარიმართა. მატჩის დასრულებამდე 19 წამით (?1) ადრე ბაკურ გულუას დარტყმის შემდეგ, გიორგი ქურდაძემ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა და „თბილისი“ დაწინაურდა. თუმცა, საფინალო სასტვენამდე 7 წამით ადრე თსუ-ს მოთამაშე ნოდარ ქურცაძემ მეტოქის კარი აიღო და გუნდი სეზონში პირველი მარცხისგან იხსნა – 2:2.
„პსპ” – „კსუ” 3:5
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდის (კსუ) წარმატებაში ამჯერადაც დიდი როლი 21 წლის გიორგი ღავთაძემ (8, 15, 23) ითამაშა, რომელმაც ჰეთ-თრიქი შეასრულა და ბომბარდირებში მეორე ადგილზე დაწინაურდა. 1-1 გოლი ნიკა მანგოშვილის (5) და ლუკა ფარცვანიას (25) ანგარიშზეა. „პე-ეს-პეს“ მხრიდან თავი გიორგი აფციაურმა (6), ნიკა კურტანიძემ (18) და გურამ გოგიჩაიშვილმა (22) შეასრულეს. აფციაურს დუბლის შესრულება შეეძლო, მაგრამ 10-მეტრიანი საჯარიმო დარტყმა მეკარემ აუღო.
14 ტურის შემდეგ სატურნირო მდგომარეობა დაიძაბა და ბოლო ტურში გაირკვევა, რომელიც გუნდი მოხვდება ფინალურ ოთხეულში, სადაც ჩემპიონის ბედი გაირკვევა. თსუ-ს შემდეგ საგზური „თელასმა“ მოიპოვა, ბოლო ორი საგზურისთვის კი სამი გუნდი იბრძვის – „კსუ“ (21 ქულა), „თბილისი“ (20) და „ პსპ“ (19). ყველაფერი მე-15 ტურში გაირკვევა, რომელიც 28 მაისს გაიმართება.
1 თსუ 14 34
2 თელასი 14 24
3 კსუ 14 21
4 თბილისი 14 20
5 პსპ 14 19
6 ილიაუნი 14 1
ბომბარდირები
1 ვახტანგ ჯვარაშვილი, „თელასი“ 14
2 გიორგი ღავთაძე, „კსუ“ 13
3 გიორგი ჩიმაკაძე, „თსუ“ 13