ფუტსალის ლიგა | ორივე წყვილში ანგარიში გათანაბრდა - ფინალისტები 2 ივნისს გამოვლინდებიან #1TVSPORT
ფუტსალის ლიგა | ორივე წყვილში ანგარიში გათანაბრდა - ფინალისტები 2 ივნისს გამოვლინდებიან #1TVSPORT

ფუტსალის ლიგაში მეორე ნახევარფინალური მატჩები გაიმართა და ჯერ ერთი ფინალისტიც ვერ გამოვლინდა. ორივე დაპირისპირებაში ანგარიში გათანაბრდა და ფინალისტების გამოსავლენად მესამე მატჩი გახდა საჭირო.

თსუ – თელასი 0:1

პირველად ახალი ოლიმპიური სასახლის პარკეტზე სათამაშოდ მოქმედი ვიცე-ჩემპიონი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი (თსუ) ეროვნული ნაკრების საბაზო გუნდს, „თელასს“ შეხვდა. პირველი მატჩი თსუ-მ პენალტების სერიაში მოიგო, მაგრამ უპირატესობა ვერ შეინარჩუნა – პირველი ტაიმის ბოლოს, მე-18 წუთზე გიორგი თოლორდავამ თსუ-ს გაუტანა და საბოლოოდ, „თელასმა“ სერიაში ანგარიში გაათანაბრა – 1:1.

პსპ – კსუ 2:4

ამ წყვილშიც იგივე მოხდა – პირველი მატჩი პე-ეს-პე-მ (პსპ) კავკასიის საერთაშირისო უნივერსიტეტი (კსუ) 4:1 დაამარცხა, მაგრამ ამჯერად დამარცხდა. თუმცა პსპ მეორე მოგებასთან (რაც ფინალში გასასვლელად საკმარისია) ახლოს იყო. „ფარმაცევტები“ მელიტონ ახალაიას (4) და გიორგი ზუნტუროვის (7) გოლებით უკვე მე-7 წუთზე 2:0 დაწინაურდნენ, მაგრამ მოქმედმა ჩემპიონმა კსუ-მ თამაშის შემოტრიალება მოახერხა – დუბლი შეასრულა ლუკა ფარცვანიამ (19, 37), 1-1 გოლი კი ნიკა მანგოშვილმა (23) და საბა ტყეშელაშვილმა (26) გაიტანეს.

ორივე შეხვედრაში ანგარიში გათანაბრდა – 1:1. საჭირო გახდა მესამე მატჩის დანიშვნა, რომელიც გამარჯვებულებს გამოავლენს. შეხვედრები 2 ივნისს გაიმართება, მაგრამ გადამწყვეტ თამაშებს ახალი სპორტის სასახლის ნაცვლად, თბილისის სპორტის სასახლე უმასპინძლებს.