ფუტსალის ლიგა - „ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი“ ჩემპიონობას მიუახლოვდა #1TVSPORT
ფუტსალის ლიგა - „ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი“ ჩემპიონობას მიუახლოვდა #1TVSPORT

სეზონის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი, ფლეი ოფის ფინალური სერია „ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსმა“ შესანიშნავად დაიწყო და პსპ-სთან საჩემპიონო სერიაში 2:0 დაწინაურდა.

ჩემპიონობისთვის საჭიროა სამი მოგება. ავთანდილ ასათიანის გუნდმა პირველი მატჩი 5:1 მოიგო, მეორე შეხვედრაში კი მეტოქეს კვლავ დამაჯერებლად აჯობა და 4:2 სძლია.

თამაში წამების დაწყებული იყო, ანგარიში ნიკა გაბრიჩიძემ გახსნა. მე-16 წუთზე მისი გადაცემით ვახტანგ კეკელიამ ისარგებლა, რომელმაც ორ წუთში დუბლი შეასრულა და საქართველოს ფუტსალის ნაკრების საბაზო კლუბმა ტაიმი 3:0 მოიგო.

შესვენების შემდეგ პსპ-მ ლევან სვანიძის ეფექტური გოლით სხვაობა შეამცირა, ხოლო ლევან სარდანაშვილის გოლმა ვითარება მაქსიმალურად დაძაბა. თუმცა დავით ხეჩიკაშვილის ზუსტმა დარტყმამ მოქმედ ჩემპიონს გამარჯვება მოიუტანა და მიზანს უფრო მიახლოვა.

11 ივნისს გაირკვევა, საქართველოს თასის დაუფლების შემდეგ, „ნიუ ვიჟენი“ ოქროს მედლებსაც თუ მოიპოვებს და დუბლს შეასრულებს. ფინალური სერიის მესამე შეხვედრა თბილისის ახალი სპორტის სასახლეში დღეს, 18:00 საათზე დაიწყება.